მთავარი გვერდი
loading...

ქოლესტერინის ნორმა სხვადასხვა ასაკის ქალებში განსხვავებულია

10.03.2019 1 391

ქოლესტერინი ცხიმის მსგავსი ნივთიერებაა, რომლის ჭარბი რაოდენობა ათეროსკლეროზის ფოლაქებს წარმოქმნის, რაც ადამიანისთვის ყველაზე საშიში დაავადების, ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს. ქოლესტერინი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც მყარი ნაღველი.
ქოლესტერინი ლიპიდების ჯგუფს მიეკუთვნება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ქოლესტერინის მხოლოდ 20%-ს ღებულობს ადამიანი საკვებიდან, კერძოს ცხოველური ცხიმებიდან, ხორციდან, გარკვეული სახის ცილებიდან და სხვა პროდუქტებით. 80% კი ადამიანის ღვიძლში იწარმოება.
ქოლესტერინი მნიშვნელოვანი მშენებარე ელემენტია უჯრედებისთვის, ის უჯრედულ დონეზე ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს. მნიშვნელოვანია ასევე სექსის ჰორმონების წარმოებისთვის, როგორიცაა ტესტოტერონიესტროგენი და კორტიზოლი.
ზოგადი, ცუდი და კარგი ქოლესტერინი
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინს LDL (ცუდ) ქოლესტერინს, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინს HDL (კარგ) ქოლესტერინს უწოდებენ. ცუდი ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ქალებსა და მამაკაცებში ქოლესტერინის ნორმა, ასევე ქოლესტერინზე ანალიზის შედეგები სხვადასხვა ლაბორატორიული მეთოდებით მმოლ/ლ ამ მგ/დლ-ით გამოიხატება.
იტვირთება...
1.ჯანსაღ ადამიანში ცუდი ქოლესტერინის ნორმად 4 მმოლ/ლ-ზე (160 მგ/დლ) ნაკლები ითვლება. ამ ნიშნულის მატება პათოლოგიად ითვლება, რომელიც დიეტის და სამკურნალო საშუალებების მიღებით უნდა დაარეგულიროთ.
2.გულის იშემიური დაავადების მქონე პირებს, ასევე მათ, ვინც ინფარქტი, ინსულტი გადაიტანა ან სტენოკარდიით იტანჯება, ეს შედეგი 2, 5 მმოლ/ლ-ზე ან 100 მგ/დლ-ზე ნაკლები უნდა იყოს.
3.ადამიანები, რომელთაც გულის დაავადებები არ აწუხებთ, მაგრამ ორი სახიფათო რისკის არსებობის შემთხვევაში, ქოლესტერინის დონე 3, 3 მმოლ/ლ-ზე ან 130 მგ/დლ-ზე ქვემოთ უნდა შეინარჩუნონ.
ცუდ ქოლესტერინს კარგი ქოლესტერინი, ანუ მაღალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინიეწინააღმდეგება. კარგი ქოლესტერინი სისხლძარღვების კედლებზე არსებულ ცუდ ქოლესტერინს კრებს და ღვიძლში განადგურებისთვის გადააქვს. თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი არა მხოლოდ ცუდი ქოლესტერინის გაზრდით, არამედ კარგი ქოლესტერინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს.

ყველაზე ცუდი სცენარია, როცა ადამიანს ცუდი ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა, ხოლო კარგი ქოლესტერინის დეფიციტი აქვს. სწორედ ასეთი მდგომარეობა 50 წელს ზემოთ პაციენტების 60 % აღენიშნებათ.
ცუდისგან განსხვავებით, კარგი ქოლესტერინის წარმოება მხოლოდ ორგანიზმში ხდება. მისი საკვებიდან მიღება შეუძლებელია. კარგი ქოლესტერინის დონე ქალებსა და მამაკაცებში მცირედით განსხვავდება, ის ოდნავ მაღალია. ამ მაჩვენებლის გაზრდა შეგიძლიათ ფიზიკური აქტიურობით - საშუალო და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა მის წარმოებას გაზრდის. ამასთან ასე ცუდი ქოლესტერინის დაგროვებას შეამცირებთ.
კარგი ქოლესტერინის კონცენტრაციის გაზრდა მცირე რაოდენობით ძლიერი სპირტიანი სასმელის მიღებითაც შეგიძლიათ, მაგრამ დღეში 50 გრ-ს, ან ერთ ჭიქა ნატურალურ მშრალ ღვინოს არ უნდა აჭარბებდეს. ეს შეზღუდვა ინტენსიურ ვარჯიშსაც ეხება. ნებისმიერი ჭარბი დაძაბულობა, პირიქით, სასარგებლო ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
1.გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგი მდგომარეობის შემთხვევაში ქალებსა და მამაკაცებს HDL უნდა ჰქონდეთ 1 მმოლ/ლ-ზე ან 39 მგ/დლ-ზე მეტი.
2.გულის იშემიური დაავადების, ინსულტის და ინფარქტის გადატანის შემთხვევაში ეს დონე 1-1, 5 მმოლ/ლ ან 40-60 მგ/დლ უნდა იყოს.
ასევე ანალიზის დროს სისხლში ქოლესტერინის საერთო კონცენტრაციის გათვალისწინება ხდება, რომელიც კარგი და ცული ქოლესტერინის ჯამს წარმოადგენს.
ჯანსაღი ადამიანის სისხლში ქოლესტერინის ზოგადი მაჩვენებელი 5, 2 მმოლ/ლ-ზე ან 200 მგ/დლ-ზემეტი არ უნდა იყოს. თუ ახალგაზრდა ადამიანს ნორმის მცირე ცვლილება აქვს, ეს პათოლოგიად უნდა ჩაითვალოს.
ქოლესტერინის მაღალი დონის შემთხვევაშიც კი სპეციალური ნიშნები ან სიმპტომები არ არსებობს და ადამიანი ვერ ხვდება, რომ სისხლძარღვები შეკუმშული და ქოლესტერინი მომატებულია.
ქოლესტერინის ნორმის გაკონტროლებას ადამიანი მანამ ვერ ხვდება, სანამ გულის არეში ტკივილს არ იგრძნობს ან გულის შეტევას ან ინსულტს არ გადაიტანს.
ქოლესტერინის დონე რეგულარულად უნდა გააკონტროლოთ, მისი ზრდა და სერიოზული დაავადება თავიდან უნდა აიცილოთ.

ვინ უნდა აკონტროლოს ქოლესტერინის დონე
ზოგადად ჯანმრთელი ადამიანი ქოლესტერინის დონეს იშვიათად აკონტროლებს. მათ, ვინც ჰიპერტონიით იტანჯება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა აქვს, ქოლესტერინის დონე აუცილებლად უნდა გააკონტროლონ, რომ მისი ნეგატიური მოქმედება თავიდან აიცილონ. ასევე ამ პრობლემას ყურადღება უნდა მიაქციონ მათ:
1.ვინც ეწევა
2.ვისაც ჭარბი წონა აწუხებს
3.ჰიპერტონიის მქონე ადამიანებმა
4, გულის უკმარისობის დროს
5.ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის მქონე ადამიანებმა
6.ყველა ხანდაზმულმა ადამიანმა
ქოლესტერინის დონის გასაკონტროლებლად სისხლის ბიოქიმიური ანალიზი უნდა გაიკეთოთ. ანალიზის გაკეთებამდე 12 საათი უჭმელი უნდა იყოთ და ფიზიკური დატვირთვა უნდა შეზღუდოთ. ასევე შეგიძლიათ ანალიზის გასაკეთებლად სახლის აპარატები შეიძინოთ.
სისხლის ანალიზში ქოლესტერინის დონის გაშიფვრა 
სისხლის ბიოქიმიური ანალიზის დროს ქოლესტერინის სამი მაჩვენებელი იქნება წარმოდგენილი - ზოგადი, ცუდი და კარგი. თითოეულის ნორმა განსხვავებულია. ამასთან ასაკის და სქესის მიხედვით ქოლესტერინის დონე განსხვავდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ქოლესტერინის ნორმის ზუსტი მაჩვენებელი არ არსებობს. არსებობს რეკომენდაციები, რომლის დიაპაზონში ჯანსაღი ქალის და მამაკაცის ქოლესტერინი იმყოფება, ამ დიაპაზონიდან გადახრა შეიძლება დაავადების შედეგი იყოს.
ქოლესტერინის ნორმა ქალებში
ზოგადი ქოლესტერინი:
ნორმა ქალებში - 3, 6-დან 5, 2 მმოლ/ლ-მდე,
ზომიერად გაზრდილი - 5, 2-6, 19 მმოლ/ლ-მდე;
მნიშვნელოვნად გაზრდილი - 6, 19 მმოლ/ლ-ზე მეტი;
LDL ქოლესტერინი: ნორმა 3, 5 მმოლ/ლ; მაღალი მაჩვენებელი 4, 0 მმოლ/ლ-ზე მეტი;
HDL ქოლესტერინი: ნორმა 0, 9-დან 1, 9 მმოლ/ლ-მდე, 0, 78-ზე ნაკლების შემთხვევაში ათეროსკლეროზის რისკი 3-ჯერ იზრდება;
ასევე ლიპიდურ ცვლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრიგლიციდები, მათი ნორმა ქალებსა და კაცებში დაახლოებით ერთნაირია:
ტრიგლიციდების ნორმა:მმოლ/ლ-დან (მინიმუმ 200 მგ/დლ)
მაქსიმალური, მაგრამ მისაღები ნორმა: 2, 2 მმოლ/ლ-მდე (200-400 მგ/დლ)
ტრიგლიციდების მაღალი დონე: 2, 3 – 5, 6 მმოლ/ლ-მდე (400 – 1000 მგ/დლ)
ძალიან მაღალი დონე: 5, 7 მმოლ/ლ და უფრო მეტი (1000 მგ/დლ-ზე მეტი)
ათეროგენის კოეფიციენტი:
ასევე ორგანიზმში ცუდი და კარგი ქოლესტერინის თანაფარდობის მაჩვენებელი არსებობს, ე.წ. ათეროგენის კოეფიციენტი.
ათეროგენის კოეფიციენტი = (ზოგად ქოლესტერინს - LDL ქოლესტერინი) / LDL ქოლესტერინი
20 -30 წლის ახალგაზრდა ადამიანის ნორმა: 2 – 2, 8
30 წლის ასაკისთვის, ათეროსკლეროზის ნიშნების გარეშე: 3 -3, 5
ჩვეულებრივ გულის იშემიური დაავადების დროს - 4 და უფრო მეტი.
დასკვნა: ცხიმოვანი ცვლის დასარეგულირებლად, ანალიზში დაახლოებით ასეთ შედეგს უნდა მიაღწიოთ.
ზოგადი ქოლესტერინი - 5 მმოლ/ლ-მდე;
ათეროგენის კოეფიციენტი - 3 მმოლ/ლ-ზე ნაკლები;
LDL ქოლესტერინი - 3 მმოლ/ლ-ზე ნაკლები;
ტრიგლიციდები - 2 მმოლ/ლ-ზე ნაკლები;
HDL ქოლესტერინი - 1 მმოლ/ლ-ზე ნაკლები;
იტვირთება...

კომენტარები

რატომ არის საშიში დაბალი არტერიული წნევა და როგორ ვუმკურნალოთ მას

რატომ არის საშიში დაბალი არტერიული წნევა და როგორ ვუმკურნალოთ მას

ჯანმრთელობა
ამ საშუალების გამოყენების შემდეგ თქვენს სახლში ობის კვალიც აღარსად დარჩება

ამ საშუალების გამოყენების შემდეგ თქვენს სახლში ობის კვალიც აღარსად დარჩება

სასარგებლო რჩევები
ვარიკოზული ვენების განკურნება მხოლოდ ამ რეცეპტს შეუძლია და თანაც, მარტივად

ვარიკოზული ვენების განკურნება მხოლოდ ამ რეცეპტს შეუძლია და თანაც, მარტივად

ჯანმრთელობა
ბაბუაჩემმა მასწავლა, როგორ ვუმკურნალოთ ჩაბრუნებულ ფრჩხილს. მოიშორეთ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ

ბაბუაჩემმა მასწავლა, როგორ ვუმკურნალოთ ჩაბრუნებულ ფრჩხილს. მოიშორეთ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ

ჯანმრთელობა
6 წლის ასაკში ის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბავშვი იყო და 300-მდე ჯილდო ჰქონდა... 10 წლის შემდეგ კი ასე გამოიყურება ეს გოგონა

6 წლის ასაკში ის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბავშვი იყო და 300-მდე ჯილდო ჰქონდა... 10 წლის შემდეგ კი ასე გამოიყურება ეს გოგონა

საზოგადოება
ეს ფხვნილი 90% კალციუმს შეიცავს. ნახეთ, როგორ უნდა მიიღოთ იგი ძვლების და სახსრების გასაძლიერებლად და წნევის ნორმაში მოსაყვანად...

ეს ფხვნილი 90% კალციუმს შეიცავს. ნახეთ, როგორ უნდა მიიღოთ იგი ძვლების და სახსრების გასაძლიერებლად და წნევის ნორმაში მოსაყვანად...

ჯანმრთელობა
ასპირინის ნიღბები - სახის მოვლის იაფი და ეფექტური საშუალება

ასპირინის ნიღბები - სახის მოვლის იაფი და ეფექტური საშუალება

თავის მოვლა
მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს

მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს

რელიგია
ქიშმიში და წყალი ღვიძლის გაწმენდაში დაგეხმარებათ

ქიშმიში და წყალი ღვიძლის გაწმენდაში დაგეხმარებათ

ჯანმრთელობა
ხველა, თავის ტკივილი და დეპრესია - ეს ყველაფერი გამუდამოდ გაქრება ამ წერტილებზე ხელის ერთი დაჭერითაც კი

ხველა, თავის ტკივილი და დეპრესია - ეს ყველაფერი გამუდამოდ გაქრება ამ წერტილებზე ხელის ერთი დაჭერითაც კი

ჯანმრთელობა
დუნკანის სასწაულმოქმედი კოქტეილი და სწრაფად დაკლებული კილოგრამები

დუნკანის სასწაულმოქმედი კოქტეილი და სწრაფად დაკლებული კილოგრამები

დიეტა
ეს პროდუქტი უამრავ დაავადებას ანადგურებს! პირადად კვირაში ერთხელ ვღებულობ

ეს პროდუქტი უამრავ დაავადებას ანადგურებს! პირადად კვირაში ერთხელ ვღებულობ

ჯანმრთელობა