მთავარი გვერდი
loading...

დაივიწყეთ კეტჩუპი და მაიონეზი! გთავაზობთ 7 საუკეთესო სოუსს, რომლის სახლში მომზადება თავად შეგიძლიათ

28.12.2018 2 797

კეტჩუპი და მაიონეზი სადილების პოპულარული საკმაზებია, რომელთა ნახვაც ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ. თუმცა, ძნელია აკონტროლოთ შენახვის ვადა და ამასთანავე განსაზღვროთ მათი მოხმარებით გამოწვეული შედეგები ჩვენს ჯანმრთელობაზე, რომელთა შემცველობაში შემავალი კონსერვანტები ცუდად მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე. დღევანდელ სტატიაში გასწავლით 7 ჯანსაღი და გემრიელი სოუსის რეცეპტს, რომელთა შემადგენლობაში მხოლოდ ბუნებრივი და ჯანსაღი ინგრედიენტები შედის. მხოლოდ რამოდენიმე წუთი დაგჭირდებათ და თქვენს სამზარეულოს სანუკვარი სურნელის მატარებელი უგემრიელესი საწებლები დაამშვენებენ!

ესპანური სალსა სოუსი

ინგრედიენტები:

  • პომიდორი ჩერი - 15 ცალი
  • მწვანე ხახვი, კამა - 20 გრ
  • ნიორი - 1 კბილი
  • ბალზამოვანი ძმარი, ტომატის პასტა, ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
  • შავი პილპილი, მარილი.

მომზადების წესი:

პომიდორი ორ ტოლ დაწილად დაჭერით და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა. კარგად აურიეთ. დაამატეთ ძმარი, ზეითუნის ზეთი და ტომატ პასტა. ბოლოს კი - პილპილი და მარილი.
იტვირთება...


სალათის საკმაზი

ინგრედიენტები:
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
  • ბალზამოვანი ძმარი - 2 ს/კ
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • მარილი, პილპილი

მომზადების წესი:

ერთმანეთში აურიეთ ზეითუნის ზეთი, დანაყილი ნიორი და ძმარი. დაამატეთ მარილი, პილპილი, ქილას მჭიდროთ დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. გააჩერეთ 30 წუთი და მზადაა...

კამის სოუსი


ინგედიენტები:

  • ნიორი - 6 კბილი
  • კამა- 20 გ
  • ლიმონის ცედრა - ½ ს/კ
  • ლიმონი - 1
  • ზეითუნის ზეთი - 100 მლ
  • მარილი

მომზადება:

დაჭერითკამა და აურიეთ ლიმონის ცედრასა და წვენს. დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და ბლენდერის გამოყენებით ნაზავი სქელ მასამდე მიიყვანეთ. საუკეთესოა თევზეულისა და ხორცეულის შესაკაზმად. 

სოუსი კიტრით


ინგრედიენტები:

  • იოგურტი - 125 მლ
  • ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი - 1 ს/კ
  • ნიორი - 2 კბილი
  • კიტრი - 1
  • ოხრახუში - 20 გ

მომზადება:

გახეხეთ კიტრი და გამოწურეთ ლიმონის წვენი. აურიეთ ერთმანეთს და დაამატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. კარგად აურიეთ და ბოლოს მოასხით ზეითუნის ზეთი.

ტკბილ-მწარე სოუსი


ინგრედიენტები:

  • სოიოს სოუსი და ტომატის პასტა - 1 ს/კ
  • ძმარი და შაქარი - 2 ს/კ
  • ფორთოხლის წვენი - 3 ს/კ
  • ადუღებულიწ წყალი - 4 ს/კ
  • სიმინდის ფქვილი - 1 ს/კ

მომზადება:

გახსენით ფქვილი წყალში. ცალკე, ემალის ჯამში,აურიეთ ტომატ პასტა, შაქარი, პორთოხლის წვენი, ძმარი და სოიოს სოუსი. ნელ-ნელა დაამატეთ წყალში გახსნილი ფქვილი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ეს სოუსი უხდება ხორცისგან მომზადებულ საჭმელებს. 

პესტო


ინგრედიენტები:

  • პარმეზანი - 50 გ
  • რეჰანი - 60 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი - 100 მლ
  • კაკლის ლებანი - 3 ს/კ
  • მარილი

მომზადება:

მსხვილად გახეხეთ ყველი, დაამატეთ დაჭრილი რეჰანი, ნიორი, ნიგოზი და 30 გ ზეითუნის ზეთი. ყველაფერი ერთად აურიეთ ბლენდერში და ნელ-ნელა დაამატეთ დანარჩენი ზეთი. ათქვიფეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

ყველის სოუსი

ინგრედიენტები:

  • მდნარი ყველი - 200 გ
  • ხმელი ყველი - 50 გ
  • ნაღები (რძის) - 200 მლ
  • მზესუმზირის ზეთი - 100 მლ
  • კაკლის ლებანი - 3 ს/კ
  • სუნელები

მომზადება:

აურიეთ მდნარი ყველი, მზესუმზირის ზეთი და ნაღები, ურიეთ იქამდე სანამ მასა არ შესქელდება. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიივანეთ დუღილამდე. დაამატეთ  წვრილად გახეხილი ხმელი ყველი და სუნელები გემოვნების მიხედვით. დატოვეთ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჭურჭელში გადაიტანეთ. 

ამ სოუსებით თქვენი კერძები ახალ არომატს შეიძენენ და ახლობელ ადამიანებსაც სასიამოვნოდ გაკვირვებულებს დატოვებთ!
არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის გაზიარება, ჩვენ კი გემრიელი კერძების მომზადებას გისურვებთ!
იტვირთება...

კომენტარები

მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს

მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს

რელიგია
ქიშმიში და წყალი ღვიძლის გაწმენდაში დაგეხმარებათ

ქიშმიში და წყალი ღვიძლის გაწმენდაში დაგეხმარებათ

ჯანმრთელობა
პომიდვრის კონსერვი ნივრითა და მწვანილებით - ყველა დიასახლისის საყვარელი რეცეპტი

პომიდვრის კონსერვი ნივრითა და მწვანილებით - ყველა დიასახლისის საყვარელი რეცეპტი

კულინარია
ამ რეცეპტით თმის ცვენას სამუდამოდ დაივიწყებთ

ამ რეცეპტით თმის ცვენას სამუდამოდ დაივიწყებთ

ჯანმრთელობა
ხველა, თავის ტკივილი და დეპრესია - ეს ყველაფერი გამუდამოდ გაქრება ამ წერტილებზე ხელის ერთი დაჭერითაც კი

ხველა, თავის ტკივილი და დეპრესია - ეს ყველაფერი გამუდამოდ გაქრება ამ წერტილებზე ხელის ერთი დაჭერითაც კი

ჯანმრთელობა
ვიტამინების ბომბი ორგანიზმისთვის: ამას წელიწადში 2-ჯერ ვჭამ და ცუდად საერთოდ აღარ ვხდები. შედეგი გარანტირებულია!

ვიტამინების ბომბი ორგანიზმისთვის: ამას წელიწადში 2-ჯერ ვჭამ და ცუდად საერთოდ აღარ ვხდები. შედეგი გარანტირებულია!

ჯანმრთელობა
დუნკანის სასწაულმოქმედი კოქტეილი და სწრაფად დაკლებული კილოგრამები

დუნკანის სასწაულმოქმედი კოქტეილი და სწრაფად დაკლებული კილოგრამები

დიეტა
ეს პროდუქტი უამრავ დაავადებას ანადგურებს! პირადად კვირაში ერთხელ ვღებულობ

ეს პროდუქტი უამრავ დაავადებას ანადგურებს! პირადად კვირაში ერთხელ ვღებულობ

ჯანმრთელობა